ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


წინასაახალწლოდ ვითარება ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში, კერძოდ გალის რაიონში, სერიოზულად გართულდა. აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალში ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას წინასწარმეტყველებს.

სოხუმის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ საზღვართან დამატებითი პოსტები გახსნა, ხოლო ზუგდიდი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა.

ენგურის ხიდზე გალელი,56 წლის ნუნუ ეხვაია დაიღუპა, რომელიც გალიდან ზუგდიდში მიემგზავრებოდა, აფხაზმა მებაჟეებმა იგი სცემეს, ბარგი კი მდინარეში გადაუყარეს. ამის შემდეგ ქართველი ქალბატონი გარდაიცვალა.

გალის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 ქართველი პატიმრობაში რჩება. ერთ-ერთი მათგანი ზუგდიდელია, რომელიც სოფელ ოტობაიაში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა. აფხაზური მხარე დაკავებულებს ალიკ ხიშბას მკლელობაში ადანაშაულებს, რომელიც გალის მილიციის უფროსის მოადგილ;ესთან ერთად დაიღუპა რამდენიმე დღის წინ ტერორისტული აქტის შედეგად.

აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო შენაერთები სრულ სამხედრო მზადყოფნაში არიან მოყვანილი. დე-ფაქტო პრეზიდენტმა ბაღაფშმა აფხაზეთის ტელევიზიით მოსახლეობას მიმართა და დამოუკიდებლობის დაცვას დაპირდა. მისივე თქმით, მისი მთავრობა ახლა უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე არძინბასი 1992 წლის საომარი მოქმედებების დროს.

ქართველი პოლიტიკოსები შექმნილ ვითარებაში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკა რურუას თქმით სეპარატისტთა ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადექვატური რეაქცია მოყვება. ბ-ნ ნიკა რურუას გავესაუბრე, საუბარი ქართველი მოსახლეობის დაუცველობის თემით დავიწყეთ : სოფელ ოტობაიას მოსახლეობა ტყეშია გახიზნული .

- არ არის მხოლოდ გალის მოსახლეობა დაუცველი, დაუცველია კონფლიქტის ტერიტორიაზე მთელი მოსახლეობა ეთნიკური აფხაზების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG