ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები უკანასკნელ გზაზე აცილებენ პრეზიდენტ ფორდს


ხვალ კალიფორნიაში მდებარე საკუთარ სახლში ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯერალდ ფორდს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ ოჯახის წევრები. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდნტის ცხედარს ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში გადმოასვენებენ, შემდეგ კი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ფორდს მშობლიურ მიჩიგანში, მისი სახელობის ბიბლიოთეკის შორიახლოს დაკრძალავენ.

კალიფორნიაში, ვაშინგტონსა და მიჩიგანში საზოგადოებას საშუალება ექნება პატივი მიაგოს განსვენებული პრეზიდენტის ხსოვნას. ფორდმა წელს ფილტვების ანთება და გულის ორი ოპერაცია გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც როგორც ვიცე პრეზიდენტი, ისევე ქვეყნის პრეზიდენტი არჩევნების გზით არ გამხდარა.

XS
SM
MD
LG