ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლუსტრაციის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში


უკანასკნელ დროს საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა იმ საკითხზე, რასაც ქვია ლუსტრაცია. მაგრამ ეს არის საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი. ისევე როგორც პოლიტიკურ ელიტაში. შემოდგომაზე დღის წესრიგში იდგა ლუსტრაციის კანონის მიღების საკითხი, მაგრამ უმრავლესობამ ამ საკითხის განხილვა გადადო. თუმცა, ლუსტრაციის კანონი აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მიიღეს. დღეს ამ საკითხზე ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე საუბრობს და საინტერესოა, როგორ და რა განსხვავებებით ჩაიარა ამ პროცესმა აღმოსავლეთ ევროპაში.

ლაშა ბაქრაძე – სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად ჩაიარა ამ პროცესმა, ბევრ ქვეყნებში ახლაც მიმდიანრეობს. აი მაგალითად პოლონეთში, არის ეგეთი ჟურნალისტი ვილდშტაინი, რომელმაც გამოაქვეყნა სია. ამას ერქვა ე.წ. ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტე, რომელსაც ქონდა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის აგენტები. ყველაზე წარმატებულად ლუსტრაციამ ჩაიარა აღმოსავლეთ ევროპაში. ალბათ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ აუცილებელია საუთარი ისტორიის ცოდნა, რამდენად მტკინვეულიც არ უნდა იყოს. კარლ იასპერსს, აქვს ასეთი ესსე, დანაშაულის საკითხი, სადაც წერია, რომ არ არსებობს დემოკრატია მოგონებების გარეშე. მის გამოცდილება არსებობს ასევე აფრიკის ქვეყნებში, საადც არსებობდა სიმართლის კომიტეტები. აქ იყო ასეთი პრინციპი – უარი ვთქვათ სასჯელზე, მაგრამ არა სიმართლეზე.

- საქართველოს პოლიტიკური სინამდვილიდან გამომდინარე, ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა. რა მექანიზმებით შეიძლება იყოს საზოგადოება დაცული იმისგან, რომ ამ ლუსტრირებული ადამიანების სიის გაყალბება არ მოხდეს, ანუ ამ სიაში არ შევიდნენ ე.წ. არასასურველი ადამიანები და მისგან თავის დახწევა შეძლონ სასურველმა პირებმა.

ლაშა ბაქრაძე – ასეთ პირობებში, როდესაც არცევითია, ვინ არის ბოროტი და ვინ კეთილი, ასეთ პირობებში თუკი ამ სიაბით მანიპულირებას შეძლებს ხელისფულების ერთგული ძაღლი, მაშინ რასაკვირველია გაყალბების დიდი შანსები არსებობს. ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს საზოგადოების და არა მხოლოდ ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი. ძალიან საინტერესოა, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში, გედეერის მთავრობამ მიიგო გაუკის კომიტეტი. გაუკი იყო მღვდელი, რომელსაც დიდი ნდობა ქონდა და რომელმაც ძალიან კარგად შეასრულა თავისი დავალება, ყოველგვარი პარტიული გავლენების გარეშე. საინტერესოა, რომ უნგრეთში და ჩეხეთში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ამ კანონის მიღებას შეხვდა ქვეყნის არა მემარცხენე, არამედ მემარჯვენე პარტიებისგან, რადგან ამ პარტიებში ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელთაც ერთ მშვენიერ დღეს, კარდინალურად შეიცვალეს თავისი მიმართულება, რომელნიც კომუნისტებისგან, გადაერთნენ ექსტრემისტულ მემარჯვენეობაში.

- შესაძლებელია სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაშიც იგვიანებს ამ კანონის მიღების პროცესი. დაახლოებით ასეთია ლუსტრირების მსოფლიო გამოცდილება და რომელიც იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ქვეყანაშიც გახდება აქტუალური.

XS
SM
MD
LG