ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისი: სულ უფრო მეტი მესაკუთრე მზადაა მთავრობას  კუთვნილებაში დაუმტკიცოს ქონება


საპარლამენტო ოპოზიციის, კერძოდ, დემოკრატიული ფრონტის ინიციატივით ოპოზიციამ კერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. მოთხოვნა მესაკუთრეთა მხრიდან იძულების წესით სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემას უკავშირდება, ინიციატივის მიზანია გაირკვეს, მესაკუთრეები ქონებას მართლაც საკუტარი ნებით გადასცემენ სახელმწიფოს, თუ იძულებით.. დღევანდელ რიგგარეშე პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციამ კერძო მესაკუთრის, იოსებ შამათავას მაგალითი მოიყვანა : შამათავა მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან პროკურატურა და ეკონომიკის მინისტრი შანტაჟში დაადანაშაულა. შეგვიძლია მოვისმინოთ აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, დემოკრატიული ფრონტის ლიდერის ზვიად ძიძიგურის კომენტარი : - ვფიქრობ, არის ძალიან საგანგაშო სიტუაცია, როდესაც კერძო საკუთრებას ესოდენ უცერემონიოდ ეხებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. ეს ძალიან ჰგავს გაკულაკების პროცესს, რასაც კომუნისტები აკეთებდნენ თავის დროზე . ამას , სამწუხაროდ, პროკურატურა და მისი თანამშრომლები აკეთებენ ძირითადად , ჩართულია პროცესში ეკონომიკის სამინისტროც... საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის შექმნის ინიციატივას არ ეთანხმება. რატომ ? - ამ კითხვით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლალი ფაფიაშვილს მივმართე : - ნამდვილად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ის განცხადებები, რაც კეთდებოდა პლენარულ სხდომაზე, რაც ხელს უწყობს მოსახლეობაში დამატებით აჟიოტაჟს. ჩვენ ვთვლით, რომ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით საჭიროა მასალების დეტალური შესწავლა და მხოლოდ ამის საფუძველზე შესაბამისი დასკვნის გაკეთება...
XS
SM
MD
LG