იაპონიის წარგზავნილმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ექვსმხრივ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევას პირი არ უჩანს. კენიჩირო სასაე, ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანის ბრალდებას უყენებს. მისი თქმით ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ფხენიანი ბირთვული იარაღის წარმოების შეწყვეტას, მხოლოდ ამერიკის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული ფინანსური სანქციების მოხსნის შემდეგ დაყაბულდება. დღეს შეერთებული შტატების წარგზავნილმა მოლაპარაკებებზე, კრისტოფერ ჰილმა განაცხადა, რომ უკეთესია ჩრდილოეთ კორეა ამერიკის სანქციებზე წუწუნს მოეშვას და ყურადღება ბირთვული განიარაღების საკითხზე გაამახვილოს.
პოპულარული
1