ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰადიტას საქმეში სასამართლო განაჩენს გამოუტანს ამერიკელ საზღვაო ქვეითებს


დღეს საამართლო განაჩენს გამოიტანს ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ ერაყის ქალაქ ჰადიტაში შარშან 24 მშვიდობიანი პირის მკვლელობაში. გამომძიებლები მთელი ეს პერიოდი მათ ბრალდებებს და შესაბამის სამხილს სწავლობდნენ. ინციდენტს, შეგახსენებთ, რომ ადგილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც გზის პირას დაფლული ბომბის აფეთქებისას ერთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა, საპასუხოდ კი ამერიკელები უდანაშაულო ქალებს და ბავშვებს გაუსწორდნენ. ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ მშვიდობიანი პირები ქვეითებსა და ერაყელ მოთარეშეებს შორის გაჩაღებულ ორმხრივ ბრძოლას შეეწირნენ. ქვეითების წარმომადგენლები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ 15 სამოქალაქო პირი აფეთქებისას და მომდევნო შეტაკებისას დაიღუპა. გაზეთი ნიუ იორკ თაიმსი თვის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ დაახლოებით 5 ამერიკელ საზღვაო ქვეითს დაუდევრობით ან განზრახ მკვლელობის მუხლით პასუხისგებაში მისცემდნენ.
XS
SM
MD
LG