ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა საფარმურატ ნიაზოვი


21 წლიანი მმართველობის შემდეგ, გარდაიცვალა თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი. თურქმენეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით ნიაზოვი გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალვის ცერემონია კვირას ჩატარდება. თურქმენეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ყურბანგული ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნები სამშაბათს შეიკრიბებიან და გარდამავალი პერიოდის საკითხებს, ისევე როგორც არჩევნების თარიღს გადაწყვეტენ. წერილობით მიმართვაში ამერიკის საელჩო აშხაბადში აცხადებს, რომ ვაშინგტონს იმედი აქვს რომ ქვეყანაში მშვიდობიან და კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცესებს ექნება ადგილი. თურქმანბეშის მთავრობა, შეგახსენებთ, რომ ამერიკის ხელმძღვანელობით ავღანეთში მიმდინარე ომის მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. ვაშინგტონი, ამასთან ყოველთვის გმობდა თურქმენეთში ჟურნალისტებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვას.
XS
SM
MD
LG