ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოდა ხუნდება, რჩება მხოლოდ სტილი.”


ჩვენი გადაცემის სტუმარი ქართველი დიზაიენერი იკა ბობოხიძე ქართულ მოდაზე და მის განვითარებაზე ისაუბრებს.

"მოდა ხუნდება, რჩება მხოლოდ სტილი” ეს ისტორიული ფრაზა კოკო შანელს ეკუთვნის. მოდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და იგი ამათუიმ საზოგადოების ანაბეჭდია. ნებისმიერი პროფესიის, სოციალური სტატუსისა თუ კლასის ადამიანს, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი მოდის მიმდევარი, ესაჭიროება ტანისამოსი.

ჩვენი ხასიათი და განწყობა ჩვენი ჩაცმულობის დამახასიათებელი შტრიხია, ადამიანის ბუნებააზე ბევრი შეიძლება ითქვას მისი გემოვნებისა და ჩაცმის სტილით. “იგი ერთგვარი ენაა, უსიტყვოდ ურთიერთობის საშუალება” თქვა ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა კეტრიტ ჰამნეტმა. მოდა მუდმივ მოძარობაშია და მისი სულისჩამდგმელი შეიძლება პოპულარული მუსიკა, წიგნი , ფილმი ან ცნობილი ადამიანი იყოს. თუმცა პროფესიონალი მოდელიორ-დიზაინერები ახალი მოდის ძიებაში მუზას ყველგან და ყოველთვის ეძებენ, მათთვის მოდა შინაგანი სულიერი მდგომარეობაა რომელსაც მუდმივი გადახალისება სჭირდება.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის მოდის სამყაროში თავისუფლება იგრძნობა, არც მამაკაცები და არც მანდილოსნები კორსეტს აღარ ხმარობენ. მოგვიანებით ამერიკაში დიდი დეპრესიის დასრულებამ მოდაში გარკვეული სიმკაცრე და ერთფეროვნება შეიტანა, ორმოცდაათიან წლებში ამერიკის საზოგადოება არა მარტო ჯეიმს დინისა და ელვის პრესლის შემოქმედების მოყვარულები გახდნენ, არამედ ისინი მათ ჩაცმულობაშიც ბაძავდნენ. სამოცდაათიან წლებში ყველაფერი მოდაში იყო და ამ პერიოდს მოდის სამყაროში თავისუფლების ხანას ეძახიან.

აშკარაა რომ ამერიკის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა მოდაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მსგავსი რამ საქართველოშიც შეინიშნება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში არსებული ეკონომიური და სულიერი მდგომარებისა, ქართველმა პრაქტიკულობა, ქართული ტრადიციები და გემოვნება ერთმანეთს შეაჯერა და გარკვეული ორიგინალურობა შეიტანა მსოფლიო მოდის სამყაროში.

XS
SM
MD
LG