ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა რობერტ გეითსის დამტკიცების საკითხი დღეს უნდა გადაწყვიტოს


შეერთებული შტატების სენატმა, პრეზიდენტ ბუშის მიერ ქვეყნის ახალი თავდაცვის მდივნის პოსტზე წარდგენილი რობერტ გეითსის დამტკიცების საკითხი დღეს უნდა გადაწყვიტოს.

გუშინ ბატონი გეითსი, თითქმის მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრების მიერ, ძირითადად ერაყის ომის ირგვლივ დასმულ კითხვებს, რის შემდეგაც კომიტეტმა ერთხმად მოიწონა მისი კანდიდატურა.

კითხვებზე პასუხის გაცემისას ბატონმა გეითსმა განაცხადა, რომ მისი აზრით შეერტებული შტატები ერაყში წარმატებას ვერ აღწევს. კანდიდატმა თქვა, რომ იგი ერაყთან მიდგომის ახალი იდეების განსახილველად მზადაა. მისი თქმით, სტაბილურობის ვერ მიღწევის შემთხვევაში, ერაყში არსებული სიტუაცია რეგიონალურ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს.

XS
SM
MD
LG