ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ჯარების პრესმდივნის თქმით, ალიანსის მებრძოლებმა სამხრეთ ავღანეთში მიმდინარე დაუნდობელი ბრძოლისას, 80 თალიბი მოკლეს.
ამ ინფორმაციის თანახმად, ნატოსა და ავღანეთის უშიშროების ძალების შენაერთები ქვეყნის ჰელმანდის პროვინციის პატრულირებისას, თალიბების მძლავრი ძალების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. შეტაკების შედეგად მოკლულია 70-დან 80-მდე თალიბი. ბრძოლას ნატოს მხრიდან დანაკარგი არ მოჰყოლია. პარალელურად კი, საფრანგეთის მაუწყებლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნატოს ძალებმა, გასულ კვირას სამხრეთ ავღანეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ნამსხვრევებს მიაგნეს. ვერტმფრენში მყოფი რვა ადამიანი დაღუპულად ითვლება.