ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დსთ-ს სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მინსკში გაემგზავრა


პრეზიდენტს დსთ-ს სამიტზე საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ახლავს, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია, ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე, პარლამენტართა ჯგუფი უმრავლესობის ლიდერის , მაია ნადირაძის ხელმძღვანელობით და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს ხელისუფლება დსთ-ს დრომოჭმულ ორგანიზაციად აფასებს, თბილისიდან გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის პასუხისმგებლობა იმაში მდებარეობს, რომ არ დაუშვას საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები იმდენად გაფუჭდეს, რომ პროცესი შეუქცევადი გახდეს.

მაშინ, როცა მთელი პოლიტიკური სამყაროს ყურადღება სწორედ რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებზეა გამახვილებული, რუსეთი თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტმა მინსკში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ საქართველომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ქვეყანამ სარგებელი ნახოს.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით დსთ-ს სამიტზე პოლიტოლოგი ირაკლი მჭედლიშვილი გვესაუბრება : - რა თქმა უნდა, ამ სიტყვებში არის ჭეშმარიტება.. ამას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა 1 წლის წინ რომ გამოგვეყენებინა დსთ-ს ტრიბუნა, 2 წლის წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. ამით იმის თქმა მინდა, რომ დსთ-ს მნიშვნელობა საქართველოსთვის მცირდება და მცირდება.

XS
SM
MD
LG