ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები ირანისათვის ბირთვული რეაქტორის გასამართი დახმარების მიწოდებას აღარ უჭერენ მხარს


გაეროს ბირთვულ სააგენტოში მივლინებული ელჩები, ირანისათვის თეირანის შორიახლოს მდებარე ბირთვული რეაქტორის გასამართი დახმარების მიწოდებას აღარ უჭერენ მხარს.

რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლები მხარს უჭერენ არაკის რეაქტორისათვის დახმარების გაწევას და აცხადებენ, რომ ირანის მხრიდან მოთხოვნა აქტუალობას ჯერ-ჯერობით არ კარგავს.

მაგრამ შეერტებული შტატები და სხვა დასავლეთის ქვეყნები ეწინააღმდებიან ასეთი დახმარების გაცემას და შიშობენ, რომ რეაქტორი ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში შეუწყობს ხელს. ამის საპირისპიროდ თეირანი აცხადებს, რომ რეაქტორი მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG