ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კონგრესი დეკემბერში დაამტკიცებს ვიეტნამთან პერმანენტული სავაჭრო ურთიერთობებს


ამერიკის მაღალი რანგის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში სუზან შვაბი აცხადებს, რომ მისი რწმენით აშშ კონგრესი დეკემბერში დაამტკიცებს ვიეტნამთან პერმანენტული სავაჭრო ურთიერთობებს.

შვაბი აცხადებს, რომ ვიეტნამთან სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაცია ბუშის ადმინისტრაციის პრიორიტეტია და რომ ეს ინიციატივა რესპუბლიკელი, ისევე როგორც დემოკრატი სენატორების სოლიდური მხარდაჭერით სარგებლობს.

შვაბმა ეს კომენტარები დღეს, ჰანოიში მიმდინარე აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე გააკეთა.

ვაშინგტონში ამერიკის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ კონგრესი ვიეტნამთან პერმანენტული სავაჭრო ურთეირთობების შესახებ კანონის დამტკიცებას პრეზიდენტ ბუშის ვიეტნამში ჩასვლამდე შესძლებდა. თუმცა ამ საკანონმდებლო ინიციატივამ გასულ ორშაბატს წარმომადგენელთა პალატაში ხმების ორი მესამედის მხარდაჭერის მოპოვება ვერ შესძლო.

კენჭისყრის შედეგების გამო ვიეტნამის მთავრობამ უკვე გამოთქვა თავისი უკმაყოფილება.

კონგრესი მეორე მოსმენას ამ საკითხზე დეკემბერში გამართავს, სადაც კანონის დამტკიცების გამარტივებული წესებით ინიციატივის დამტკიცება გარანტირებული იქნება.

XS
SM
MD
LG