ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალში ორხელისუფლებიანობაა

update

მთელი საქართველოს, და არა მხოლოდ საქართველოს ყურადღება ბოლო დღეებში, განსაკუთრებით კი გუშინ, ცხინვალისკენ იყო მიმართული, სადაც ორი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში ედუარდ კოკოითმა და დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვეს. გუშინვე ცხინვალში მთლიანად დაიწვა ურუსმაგ ქარქუსოვის სახლი : ქარქუსოვი ერედვში განთავსებულ ცსკოს ხელმძღვანელობდა.

ცხინვალში ჩატარებული არჩევნების შედეგად რეგიონს ორი პრეზიდენტი ეყოლება, ნიშნავს თუ არა ეს ორხელისუფლებიანობას ? - ამ კითხვით პოლიტოლოგ მამუკა არეშიძეს მივმართე .

მ.არეშიძე : - რა საკვირველია, ეს იქნება ორხელისუფლებიანობა. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია არის დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად დაყოფლი. გეოგრაფიულად მეტ ნაწილს კოკოითის ხელისუფლება აკონტროლებს, დანარჩენ ნაწილს გააკონტროლებს სანაკოევის ხელისუფლება.

- ეჭვი მეპარება, რომ დე-ფაქტო ცხინვალი და მათი მფარველები მოსკოვში ამას შეეგუონ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან სიტუაცია არიონ, მოახდინონ დისკრედიტაციოა სანაკოევის ხელისუფლების და ხელი შეუშალონ მას კონკრეტული ღონისძიებების გატარებაში.

- კონკრეტულ ღონისძიებებში რა იგულისხმება ?! ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ მოახერხებს წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას... კოკოითმა გადაიტანა აქცენტი პოლიტიკურ დაპირებებზე : ჩრდილო ოსეთთან ერთიანობა, შემდეგ რუსეთში შესვლა და აშ. იმიტომ რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ვერ მოაგვარა.

ახლა სანაკოევს აქვს ძალიან კარგი შანსი მოაგვაროს სოციალურ-ეკონომიკური სურათი, თუნდაც იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG