როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰუპ სხეპერმა განაცხადა ეს არჩევნები არანაირ მიზანს არ ემსახურება რეგიონში ვითარების დაძაბვის გარდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და მხარეებს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილობის მისაღწევად.