ჯერ კიდევ გაურკვეველია სენატის ბედი. ამ წუთებში გრძელდება არჩევნების შედეგების დათვლა. დემოკრატიულმა პარტიამ, ამასთან აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში საკმარისზე მეტი ადგილები მოიპოვა.
ოპოზიციურმა პარტიამ, ამას გარდა ოთხი მნიშვნელოვანი სენატორის მანდატი ჩამოართვა რესპუბლიკელებს, და ამით პარტიამ ეგზიტ პოლების შედეგები გაამართლა, სადაც ამომრჩეველი უკმაყოფილო იყო პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკით და ერაყში მიმდინარე სამხედრო კამპანიით.
უკვე ცნობილია, რომ დემოკრატებს სენატის ორი მანდატი სჭირდებათ უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამას მონტანასა და ვირჯინიის შტატებში შედეგების დათვლა გადაწყვეტს.
ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ იგი მოუთმენლად ელის დემოკრატებთან თანამშრომლობას. დღეს მოგვიანებით პრეზიდენტი სპეციალურ პრეს კონფერენციას გამართავს.
ამერიკის წარმომადგენელტა პალატის სპიკერის ფუნქციებს, ამიერიდან დემოკრატიული უმცირესობის ლიდერი ქალბატონი ნენსი პელოსი შეასრულებს. იგი პირველი ქალია ვინც ამერიკაში ამ პოსტზე შეუდგება საქმიანობას.
აი რა განაცხადა მან:
ჩემი პარტია პრეზიდენტს უცხადებს-ჩვენ ახალი პოლიტიკა უნდა გავატაროთ ერაყში.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიულმა პარტიამ რესპუბლიკელებს როუდ აილენდის, პენსილვანიის, ოჰაიოსა და მიუსურის სენატორთა მანდატები ჩამოართვა.
ამ ფონზე, რესპუბლიკელი თვალსაჩინო სენაოტრი ჯონ მაქქეინი აცხადებს:
ჩემის აზრით ერაყიდან ჩვენი ჯარების გამოყვანა ქაოსს მოიტანს შედეგად. ამასვე ფიქრობს თითქმის ყველა სამხედრო ექსპერტი, რომელთთანაც მე მქონია შეხება. ვიტყოდი, რომ რესპუბლიკური პარტიის სტრატეგია ერაყში უნდა განვითარდეს. თუმცა მე სრულიად ვიზიარებ იმ იმედგაცრუებას, რომელსაც ამერიკელი ხალხი ამ ომის გამო განიცდის.