ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსალოდნელია, რომ ამერიკის კონგრესის წარმომადგენელტა პალატის სპიკერი ქალი გახდეს


კონგრესში 20 წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ, 2002 წელს ნენსი პელოსი კონგრესის დემოკრატთა ლიდერი გახდა. ამ წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა ძლიერი მარცხი განიცადეს დრესპუბლიკელებისაგან.

ქალბატონმა პელოსიმ საკუთარ პარტიას, პრეზიდენტ ბუშისაგან და რესპუბლიკურისაგან განმასხვავებელი, ნათელი მახასიათებლის გამოკვეთისაკენ მოუწოდა.

ახლა, ოთხი წლის შემდეგ კი შესაძლებელია, რომ დემოკრატების მიერ ხმების უმრავლესობის მიღების სემთხვევაში 66 წლის ხუთი შვილის დედა, წარმომადგენელთა პალატის, ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-სპიკერი გახდეს.

პელოსის პოლიტიკური მსოფმხედველობა ემთხვევა მისი ლიბერალი სანფრანცისკოელი ამომრჩევლების ხედვას. იგი აქტიურად ერთვება ადამიანის უფელბების დაცვის, ოჯახის დაგეგმვის, და გარემოს დაცვისა საკითხებში. ქალბატონმა პელოსიმ პრეზიდენტ ბუშის, გადასახადების შემცირების კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.

იგი ერაყის ომს საწყისი ეტეპიდან მოყოლებული ეწინააღმდეგებოდა. პელოსი მხარს არ უჭერდა პრეზიდენტ ბუშის სასინაო, საიდუმლო მიყურადების პროგრამასაც. სწორედ ამიტომაც იგი რესპუბლიკელთა კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი გახდა.

“წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რომელიც კანონის მიხედვით, პოსტზე პრეზიდენტის შემვლის, თანმიმდევრობით მესამე მემკვიდრეა, იქნება ქალბატონი, რომელიც პატრიოტის აქტს, შინაგანი უშიშროების დეპარტამენტის შექმნას, სადამ ჰუსეინის ძალით გადაყენებას, ტერორისტთა მიყურადების შემოღებას და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს მიერ ტერორისტთა დაკითხვას ეწინააღმდეგებოდა”. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის კარლ როუს და სხვების მიერ ქალბატონი პელოსისათვის წაყენებული ბრალდებებიც თითქმის სიტყვა-სიტყვით ემთხვევა პრეზიდენტისას. ამას გარდა ბევრი დემოკრატიც კი ღელავს, რომ რესპუბლიკელთა მიერ პელოსის ბოლოდროინდელი კრიტიკა, პელოსის ეროვნული უშიშროებისა და ტერორიზმის საკითხებში სისუსტეებსა და გადასახადების გაზრდის შედეგად, ბიუჯეტის დიდი მხარჯველის სახეს წარმოაჩენს. რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიულ პარტიას ავნებს.

ნენსი პელოსი პასუხობს, რომ რესპუბლიკელების მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თითქოსდა დემოკრატთა გამარჯვება ერაყისა და ტერორიზმთან წარმოებულ ომებში დამარცხებას მოასწავებს, რესპუბლიკელთა სისუსტის მაჩვენებელია:

“როდესაც მათ პრეზიდენტის გარდა არავითარი იარაღი აღარ გააჩნიათ ჩვენს წინააღმდეგ, ეს ნათლად ასახავს იმას, თუ რა სუსტია ახლა რესპუბლიკური პარტია”. თქვა უმცირესობის ლიდერმა.

დემოკრატთა მაკრიტიკებლები ამბობენ, რომ დემოკრატების მიერ კონგრესის უმრავლესობის სტატუსში დაბრუნება, 1994 წლიდან ამ სტატუსში მყოფი რესპუბლიკელების წინააღმდეგ შურისძიების აქტებს გამოიწვევს.

პელოსი ამ ეჭვებს უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბუშის წინააღმდეგ, ერაყის ომის წინა პერიოდის დაზვერვის მასალების არასწორი ინრტერპრეტაციის გამო ინპიჩმენტს არ გამოიყენებენ.

იმ შემთხვევაში თუ დღევანდელ არჩევნებში დემოკრატები წარმომადგენელთა პალატის ადგილთა უმრავლესობის დაკავებას შეძლებენ, პელოსის სიტყვებით ეს ნამდვილად რესპუბლიკელთა მოღვაწეობას მიძღვნილი რეფერენდუმის პასუხიც იქნება.

ნენსი პელოსი ამბობს, რომ სპიკერობის პირველ 100 დღეს იგი 11 სექტემბრის ტერაქტის შემსწავლელი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების, სიცოცხლეში გატარებას, ქვეყნის მინიმალური ხელფასის გაზრდას, და 2007 წლისათვის, ერაყიდან ამერიკის ჯარის გამოყვანის შემზადებას მოახმარს. ქალბატონი პელოსი ამბობს, რომ ინტეგრაცია, ცივილიზებული ქმედება და პასუხისმგებლობა ის თვისებებია, რომლებიც დემოკრატებს რესპუბლიკელებისაგან ანსხვავებს.

XS
SM
MD
LG