ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ხელოვანი და პოლიტიკა”


საზოგადოება თანამედროვე საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მრავალი კატაკლიზმების მომსწრე გახდა. ამგვარ პოლიტიკურ-სოციალურ ვითარებაში ქართველი ხელოვანი წამიერად აქტიური ხდება და ძირითადად პასიური დამკვირვებლის როლში იმყოფება.

ჩვენ ვსაუბრობთ და გვაინტერესებს უნდა იყოს თუ არა ქართველი ხელოვანი სოციალურად აქტიური და უნდა გამოთქვამდეს თუ არა საჯაროდ საკუთარ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თუკი აქამდე ჩვენს მიერ დასმულ კითხვას ძირითადად ექსპერტები პასუხობდნენ,Dდღევანდელ გადაცემაში მუსიკოსი ვახო ბაბუნაშვილი ისაუბრებს, რომელიც მაგალითად, ვარდების რევოლუციის პერიოდში ერთ-ერთი აქტიური პირი იყო, ვინც მშვიდობიანი რევოლუციის ფორმირებაში მონაწიელობას იღებდა. უნდა იყოს თუ არა ხელოვანი სოციალურად აქტიური და გამოირჩევა თუ არა ის დღეს თვალშისაცემი მოქმედებით.

ვახო ბაბუნაშვილი – ვიცი ერთი, რომ კატაკლიზმების დროს იქმნება, რაღაც ფასეული, ანუ ამ გარემოში. ჩემი აზრით ხელოვნებისთვის ეს არის ძალიან კარგი ნიადაგი, სტაგნაციაში არაფერი საინტერესო არ არის, და შესაბამისად ხელოვნებაც მკვდარია. მგონი ცოტა დრო გავიდა იმისათვის, რომ ხელოვანმა ყველაფერი ის შეაფასოს, რაც ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელი წლების მანძილზე ხდება. მე ვგულისხმობ იმ ცვლილებებს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში. მე საერთოდ არ მომწონს ფორმა რომ ვილაპარაკოთ - უნდა თუ არ უნდა იყოს ხელოვანი აქტიური. ცხოვრება არ არის თეთრი და შავად დაყოფილი და ამიტომ არჩევანში ყველა უნდა იყოს ინდივიდუალური. მე გამეხარდებოდა, რომ ყველა ადამიანი იყოს გულწრფელი და პრინციპული, როგორც საკუთარ ხელოვნებაში, ასევე მის სოციალურ არსებობაში. ხელოვანი და სოციუმში მცხოვრები ერთეული ხშირად არ ეთანხმება ერთმანეთს, ამით არის ხელოვნება განსხვავებული და ცოტა უფრო რთული ფორმა არსებობის.

- თუმცა ხელოვანი საკუთარ ხელოვნებას ქმნის იმ სოციუმში, რომელშიც ის არსებობს, ამიტომაც არსებობს თეზა, რომ სოციუმი, ხელოვანი და მისი შემოქმედება განუყოფელია. ამიტომ ხელოვანები, ყოველთვის ქმნიდნენ, საკუთარ ნაწარმოებებს თანამედროვე სოციალურ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

XS
SM
MD
LG