ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ძალებმა ავღანეთში 70 თალიბი მეამბოხე მოჰკლეს


ნატოს ძალებბა ავღანეთში 70 თალიბი მებრძოლი გაანადგურეს. ნატოს ალიანსის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთის სამხრეთში, თალიბების მიერ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, ალიანსისა და ავღანეთის ჯარისკაცებმა 70-თი მომხდური გაანადგურეს.

ამ დღევანდელი განცხადების თანახმად, 150-მა შეიარარებულმა პირმა თავდასხმა ურუზგანის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე განახორციელა. ალიანსისა და სამთავრობო ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და საჰაერო დახმარებაც გამოიყენეს. ბრძოლამ რამდენიმე საათს გასტანა. განცხადების თანახმად, დაჭრილია მხოლოდ ერთი ავღანელი ჯარისკაცი. უზურგანის პროვინციაში, გზისპირა ნაღმის აფეთქებას ნატოს ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ალიანსის მთავარსარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა ბოდიში მოიხადა ყანდაარის პროვინციაში ბრძოლისას, სამოქალაქო პირების დაღუპვისათვის. გენერალმა ტრაგედიაში თალიბები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი უდანაშაულო ხალხს ცოცხალ ფარად იყენებენ.

XS
SM
MD
LG