ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ქართული დიპლომატია ადრე  უფრო ეფექტურად მუშაობდა” -  პოლიტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი


ცხინვალის რეგიონსი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც კერძოდ ნათქვამია, რომ ,,რუსეთის ხელისურფლების მხრიდამ რუსეთში მცხოვრებ ქართველების წინააღმდეგ გატარებული იქნა სერიოზული დისკრიმინაციული ღონისძიებები. მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის საბაბით შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ბიზნესმენებს, სკოლის მოსწავლეებს.

მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გააუქმოს ბოლო დროს საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ქართველების წინააღმდეგ მიღებული სანქციები. უფრო მეტიც, მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას მოხსნას მანამდე მიღებული გაუმართლებელი სანქციები საქართველოდან პროდუქტის ინპორტზე’’.

რეზოლუცია კიდევ რამდენიმე რეკომენდაციას შეიცავს. კომენტარისთვის პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მივმართე:

,,- საკმაოდ დადებითი რეკომენდაციებია, მაგრამ ახალი არაფერი არ არის. ადრე, შევარდნაძის დროს უფრო სერიოზული რეკომენდაციები მიუღია ევროკავშირს. ეტყობა ქართული დიპლომატია უფრო ეფექტურად მუშაობდა, იმიტომ რომ 2001 წლის 19 იანვარს მიიღო ევროკავშირმა ძალიან სერიოზული რეზოლუცია, სადაც აღიარებდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ფაქტიურად არ ხორციელდება საქართველოს იურისდიქცია და რუსეთს ანექსიაში ადანაშეულებდა.

საქართველოს პოლიტიკა მოიკოჭლებს. იმიტომ რომ,. ჩვენი აგრესიული რიტორიკა და საზოგადოების მილიტარიზაცია კიდევ უფრო ამტკიცებს რუსეთის პოზიციებს, რომ რუსეთი არის ერთადერთი სამშვიდობო ძალა კავკასიაში. ქართულმა მხარემ რომ მოსპოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რასაც გაეროს რეზოლუცია მოგვიწოდებს, დაანებოს თავი მილიტარიზაციას , გადავიდეს მხოლოდ სამშვიდობო პროგრამებზე და სამშვიდობო წინადადებებზე, გახდეს გარანტი აფხაზებისა და ოსებისთვის უსაფრთხოებისა და დაიწყოს მათი ინტერესების მომსახურება, დარწმუნებული ვარ ,რუსეთის როლი მნიშვნელოვნად დაეცემა კავკასიაში.’’

XS
SM
MD
LG