ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ბუშმა უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელებთან და ეროვნული უშიშროების მრჩეველბათან ერთად ერაყში შემუშავებული სტრატეგია გადაამოწმა.


ბატონმა ბუშმა განაცხადა რომ მისი მიზანი ერაყში გამარჯვებაა. აქვე მიანიშნა რომ შეერთებული შტატების სამხედრო სარდლები მოქმედების ტაქტიკაში ცვლილებებს არ შეიტანენ.

გაზეთი ნიუ-ორკ თაიმსი (NEW-YORK TIMES) ციტირებას უკეთებს პრეზიდენტს სადაც ნათქვამია რომ ბუშის ადმინისტრაცია ამზადებს პროექტს რომლის თანახმადაც ერაყის მთავრობას ეძლევა გარკვეული ვადა სხვადასხვა რელიგიურ შეიარაღებულ დაჯგუფებათა განიარაღებისა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური წინსვლის მიზნით.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გაზეთ ნიუ-ორკ თაიმსის სტატიაში გაპარულია რამდენიმე არაზუსტი დეტალი, თუმცა არ ასახელებენ ამ დეტალებს.

XS
SM
MD
LG