ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეგვოლდი:  სააკაშვილის საშინაო  პოლიტიკა კორუფციასთან ბრძოლით შემოიფარგლება


საქართველოსა და რუსეთის საქმეთა ექსპერტი რობერტ ლეგვოლდი ამბობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საშინაო პოლიტიკა ძირითადად კორუფციასთან ბრძოლით შემოიფარგლება. “საერთასორისო ორგანიზაციის “ტრანსპერენსი ინტერნეშენალის” რეიტინგით, საქართველო აზერბაიჯანთან ერთად პოსტსაბჭოურ სივრცეში და საერთოდ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშმილმა პრობლემის მთლიანად აღმოფხვრა ვერ შეძლო, რაც ბუნებრივიცაა, მან ამ ფრონტზე მაინც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. პირველ რიგში ეს იგრძნობა პოლიციის გაწმენდისა და მოდერნიზაციის შემდეგ. მათ ხელფასი გაუზარდეს და ახალ უნიფორმებშიც გამოაწყეს. ეს ყველაფერი დასავლეთის მნიშვნელოვანი დახმარებით მოხერხდა”. ციტატის დასასრული. ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის რეგიონის მცოდნე რონალდ სუნი ამბობს, რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის ურთიერთობას, ყველაზე მეტად საქართველოს ნატოსკენ ლტოლვა ძაბავს. ‘საბჭოთა ეპოქაში მოპოვებული გამარჯვებები, მაგალითად მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვება და აღმოსავლეთ ევროპის ხელსი ჩაგდება, ახლა დაკარგულია. საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის სატელიტური, ბუფერული სახელმწიფოები დაკარგა. ახლა უკრაინა ბალტიისპირეტის ქვეყნები და სხვებიც დასავლური ალიანსისკენ მიილტვიან. ნატო უკვე რუსეთის უშუალო მოსაზღვრე ხდება. ეს კი რუსეტის პრესტიჟისათვის აუტანელი დარტყმაა. სწორედ ამიტომაც პუტინი ცდილობს საბჟოთა კავშირის ძალაუფლების ნაწილის დაბრუნებას მაინც. ამბობს ბატონი სიუნი. ბევრი ექსპერტი, მატ შორის რენდის კორპორაცისს წარმომადგენელი ოლგა ოლიკერი თვლის, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის ურთიერთობა თავიდანვე იყო დაძაბული. “სააკაშვილი არ მალავს, იმას რომ მას რუსეთის პოლიტიკა საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართებაში არ მოსწონს. რუსეთი კი სააკაშვილის დასავლეთისკენ ლტოლვას ანტირუსულ ქმედებად აღიქვავს. პრეზიდენტებს საწიროების სემთხვევაში თანამსრომლობა სეუძლიათ, მაგრამ ისინი ერთმანეთის დიდი მოყვარულები ნამდვილად არ არიან”. ამბობს ქალბატონი ოლიკერი. “ურთიერთობა ძალზე მტრულია. მე ვამტკიცებ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთადერთი მკაფიოდ გამოხატული მტრული ურთიერთობაა. რუსეთს პრობლემები აქვს აზერბაიჯანთან და უკრაინასთანაც, მაგრამ ამ სემტხვევებში ურთიერთობა მაინც არ გადადის მკვეთრად გამოხატულ მტრულ დამოკიდებულებაში” გვითხრა კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტი რობერტ ლეგვოლდი, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ. რუსეთსა და საქართველოს შორის განხეთქილების მეორე საგანს, აფხაზეტისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი წარმოადგენს. რონალდ სუნის ტქმიტ ამ პრობლემის მოგვარება საკმაოდ ძნელი იქნება. “აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყნებია. საქართველო მათ ვერ აკონტროლებს. ეს კი იმის ბრალია, რომ ორივე რეგიონში რუსეთის ჯარი დგას. ქართული ჯარი საკმაოდ სუსტია, რუსებისა და სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. აფხაზებსა და ოსებს კი საქართველოს სემადგენლობაში დაბრუნება არ სურთ. არც ერთ მხარეს არ ძალუძს არსებული სტატუს ქვოს შეცვლა. მიუხედავად ამისა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაისახა მიზნად. ექსპერტების თქმით უკანასკნელი კრიზისი ნათლად ავლენს თუ რა არასტაბილურია ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. ამერიკის ხმა. . .
XS
SM
MD
LG