ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„საქართველოს გზა  ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ურყევია !“


რუსეთის სადამსჯელო სანქციების შედეგად საქართველო-რუსეთს შორის შეწყვეტილია სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტათთა ნაწილმა დღევანდელ სხდომაზე, რომელიც „ანტირუსულ და ანტიდემოკრატიულ ქართულ პოლიტიკას“ მიუძღვნეს, სადამსჯელო სანქციების გამკაცრებას მოითხოვდა, ნაწილი კი სანქციების ამოქმედებას მხარს არ უჭერს, ვინაიდან ეს, მათივე თქმით, საქართველოს რიგით მოქალაქეებზეც გავრცელდება.. რუსეთის საელჩომ საქართველოში დღეიდან რუსეთის იმ მოქალაქეთა სიების შედგენა დაიწყო, რომელთაც რუსეთში დაბრუნება სურთ. საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსეთში დაბრუნება მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის გავლით შეეძლებათ. მოსკოვის ქმედებებთან დაკავშირებით საქართვერლოს მიმართ, ლოზუნგით : ძირს რეაქციული რუსეთი! გაუმარჯოს რუს ხალხს! რუსეთის საელჩოს წინ ვაკეში პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ინიციატივით ოპოზიციური საარჩევნო ბლოკი „ დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილი“ გამოვიდა. კომენტარისთვის ბლოკის ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს მივმართე. თ.ხიდაშელი: - საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ არის ურყევი ყველა პოლიტიკური გაერთიანებისთვის.. დღევანდელ აქციაში რუსეთის საელჩოს წინ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრებმა მიიღეს. „ თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთ აქტიურ წარმომადგენელს ლაშა ჩხარტიშვილს გავესაუბრე . ლ.ჩხარტიშვილი: საქართველოს მოქალაქეების დაცვა არ არის მარტო პარტიული საქმე. ყველა ადამიანმა, საქართველოს მთელმა საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს საკუთარ თანამოძმეებს, ქართველებს, რომლებსაც რუსეთში დევნიან და ავიწროებენ... უნდა აღინიშნოს, ქართველი პოლიტიკოსები ადასტურებენ რომ, მიუხედავად პარტიული ნიშნისა, საქართველოში დღეს ყველას ერთიანი პოზიცია აქვს!
XS
SM
MD
LG