ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დააკავეს თურქული ავიალაინერის გამტაცებელი


იტალიაში დააკავეს თურქი წარმოშობის ადამიანი, რომელმაც სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცა. ბორტზე მყოფი 113 მგზავრი გათავისუფლებულია. ჰაქან ექინჩმა, როგორც ცნობილია თურქული ავიახაზების თვითმფრინავი რომელიც ალბანეთიდან სტამბოლში მიფრინავდა- გაიტაცა. თურქეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ თვითმფრინავი სტამბოლში დაფრინდებოდა, მაშინ 28 წლის ახალგაზრდას დაპატიმრება ვერ ასცდებოდა. პილოტებმა თვითმფრინავის დაშვება იტალიის ქალაქ ბრინდისში მოახერხეს. გამტაცებელი იქვე ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს. თურქული მედია გამტაცებელს ქრისტიანად მოქცეულ ადამიანად მოიხსენიებს, რომელმაც რომის პაპ ბენედიქტეს თავის დროზე წერილი მისწერა თურქეთის სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის დასაღწევად. ალბანეთში იგი რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG