ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი პოლონეთს აფრთხილებს


რუსეთმა გააფრთხილა პოლონეთი არ განალაგოს საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს ან ამერიკის რაკეტსაწინაღო სისტემები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია რომ ეს აქცია სტრატეგიულ ბალანსს დაარღვევს და მოსკოვის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

როგორც ინტერფაქსის ახალი ამბების სააგენტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხეილ კამინინმა განუცხადა, მოსკოვი ვერ იქნება მხოლოდ ნატოს და ამერიკის სიტყვების იმედად, რომ აღნიშნული სისტემა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული.

ვაშინგტონმა არერთხელ განაცხადა, რომ რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დაცვას ისახვს მიზნად, იმ საშიშროებისგან რაც ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს.

რუსი დიპლომატის განცხადებით მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მას არ დაუზუსტებია დეტალები, თუმცა აღნიშნა რომ ამ საკითხს პოლონეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG