ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლება ტერორისტს კვალში ჩაუდგა


ერაყის ხელისუფლების განცხადებით ამ ქვეყნის უშიშროების ძალები კვალში ჩაუდგნენ ერაყში ალ-ყაიდას ლიდერს აბუ აიუბ ალ-მასრის და უახლოეს ხანში დაიჭერენ ან გაანადგურებენ ამ ტერორისტს.

ერაყის ეროვნული უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა მოუფაკ ალ-რუბაიმ ეს განცხადება ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც ამ ტერორისტის ამსახველი ვიდეოკადრები წარმოადგინა. ამ ვიდეოზე მასრი ბანქანაში ბომბის დამონტაჟებას ასწავლის პარტიზანებს.

ერაყის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით ამ ტერორისტის დღეები დათვლილია და მისი ლიკვიდაცია უახლოეს ხანში მოხდება.

XS
SM
MD
LG