ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ამერიკის სამხედრო ძალებს ნატო ჩაენაცვლება


ნატოს სარდლობის განცხადებით უახლოეს ხანში ავღანეთის აღმოსავლეთში მოქმედ 12 ათასიან სამხედრო დაჯგუფებას ამერიკელი სამხედროების ნაცვლად ეს ორგანიზაცია უმეთაურებს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის განცხადებით ამ ცვლილებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო უშიშროების ძალების რიცხვი ავღანეთში. ამავე დროს არ შემცირდება შეერთებული შტატების ჯარების რაოდენობა ამ ქვეყანაში. ამჯამად ამერიკელი სამხედროების უშუალო დაქვემდებარებაში ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლი 8 ათას კაციანი სამხედრო დაჯგუფება იმყოფება. ეს განცხადება ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას ექსტრემისტების საწვრთნელი ბანაკების განადგურებაში დახმარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუსარაფი მზად არის აღკვეთოს ისლამისტების თარეში მის ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG