ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, გადაყენებული მთავრობის წევრების საქმიანობის შემსწავლელი ანტიკორუფციული კომისია შეიქმნა.


ტაილანდის სამხედრო ხუნტა აცხადებს, რომ დროებითი კონსტიტუციის შემუშავების შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში სამოქალაქო პრემიერ-მინისტრსაც დაასახელებენ.

დღევანდელი გამოსვლისას, გენერალმა ვინაი ფატიიაკულმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობა ახალი კონსტიტუციის შემუშავების მიზნით შექმნის საბჭოს, რაც დაახლოებით რვა თვეში, საყოველთაო არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

ქვეყანაში მომხდარ გადატრიალებას, აგრეთვე გადაყენებული პრემიერ-მინისტრის ტაკსინ შინავატრას მთავრობის წევრების საქმიანობის შემსწავლელი ანტიკორუფციული კომისიის შექმნაც მოჰყვა.

კომისიას საჭიროების შემთხვევაში, ეჭვმიტანილი პოლიტიკოსებისა და მათი ნათესავების უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციის უფლება აქვს მინიჭებული.

გასულ კვირას განხორციელებულ გადატრიალებას, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, 1997-ტი წლის კონსტიტუციის მუშაობის შეწყვეტა, პოლიტიკური პარტიების წევრების შეხვედრების აკრძალვა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა მოჰყვა.

XS
SM
MD
LG