უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ფერენც ჯიურჩანი აცხადებს, რომ გუშინდელი ანტისამთავრობო მანიფესტაციის გამო იგი არ გადადგება და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს.
დღეს პოლიციის მიერ ბუდაპეშტის ტელევიზიის შენობიდან მოპროტესტეების გამოყვანიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარება და კრიზისის თავიდან აცილება მის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს.
პოსტკომუნისტური უნგრეთის ისტორიაში ყველაძე მძლავრი გამოსვლები, იმ აუდიოკასეტის გამომზეურებას მოჰყვა სადაც პრემიერ-მინისტრი, მის და მისი სოციალისტური პარტიის მიერ, ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივების მცდელობით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრაციის მსვლელობისას 150-ათამდე ადამიანი მათ შორის 100-სამდე პოლიციელი დაშავდა.
ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ დღესაც რამდენიმე ათასი მოპროტესტე შეიკრიბა. ძალადობის შემთხვევები ჯერ-ჯერობით არ დაფიქსირებულა.