ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში არ წყდება ტერ.აქტები 


ბაღდადში ავტომანქანაში დამონტაჟებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

ერაყის ხელისუფლების განცხადებით პირველი ბომბი პოლიციის განყოფილებასთან აფეთქდა ბაღდადის აღმოსავლეთ რაიონში. ამ თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა.

იმავე უბანში პოლიციის პატრულის მახლობლად კიდევ ერთი ბომბი აფეთქდა, რამაც 8 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 20 დაიჭრა.

ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბაღდადში 60 კაცის გვამი აღმოაჩინეს წამების ნიშნებით. ეს უბედურები როგორც ჩანს რელიგიურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირების გამო დახოცეს, მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხნის წინათ ბაღდადში უშიშროების განმტკიცების მიზნით ამერიკის და ერაყის სამხედრო ქვედანაყოფები შევიდნენ.

დღესვე ამერიკელი სამხედროების განცხადებით კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ერაყში, ერთი ანბარის პროვინციაში მოკლეს, მეორე კი ბაღდადის სამხრეთ რაიონში.

ამასობაში სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე პროკურორმა მოსამართლის გადაყენება მოითხოვა, რადგან ის სათანადოდ ვერ უძღვება პროცესის მიმდინარეობას და განსასჯელებს და მათ ადვოკატებს არეულობის მოწყობის უფლებას აძლევს.

XS
SM
MD
LG