ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალი ლარიჯანი ხავიერ სოლანას ხვდება


ირანის ელჩი ალი ლარიჯანი დღეს ვენაში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხავიერ სოლანას ხვდება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატები გაეროში ირანის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას ცდილობს, რომელსაც 31 დეკემბრამდე უნდა შეეჩერებინა ურანის გამდიდრების პროგრამაზე მუშაობა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომდგენელის შონ მაკკორმაკის განცხადებით ვაშინგტონი იმედოვნებს რომ უშიშროების საბჭოს წევრები მხარს დაუჭერენ ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. თეირანი აცხდებს რომ არ შეაჩერებს ურანის გამდიდრების პროგრამაზე მუშაობას რადგან ის მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG