ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ირანის მიმართ სანქციების ნაჩქარევად დაწესების წინააღმდეგია.


ევროკავშირის განცხადების თანახმად საჭიროა დამატებითი მოლაპარაკებების ჩატარება ირანთან ამ ნაბიჯის გადადგმამდე.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ თავი უნდა შეიკავოს ამ ნაბიჯის ნაჩქარევად გადადგმისგან.

დღესვე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა რომ ოფიციალური თეირანი არასოდეს იტყვის უარს მის ბირთვულ პროგრამაზე.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უკვე გამოაქვეყნა მოხსენება რომლის თანახმად ირანი კვლავაც აგრძელებს ურანის გამდიდრების პროგრამას.

მოხსენებაში ნათქვამია რომ არ დასტურდება ირანის განცხადებები იმის თაობაზე თითქოს იგი მშვიდობიანი მიზნებისთვის იყენებს ბირთვულ ტექნოლოგიებს.

გაეროში აშშ-ის დესპანმა ჯონ ბოლტონმა ამ მოხსენებას უწოდა გამაფრთხილებელი სიგნალი იმის თაობაზე თუ რა მიმართულებით ვითარდება ირანის ბირთვული პროგრამა.

რუსეთმა წუხილი გამოხატა ირანის გადაწყვეტილების გამო არ დაემორჩილოს გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნას.

XS
SM
MD
LG