ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველი ხელოვანი – თანამედროვე საქართველოში.


საქართველოში ხელოვანის როლი, ქვეყნის სოციალურ-პოლიტკურ სფეროში, ყოველტვის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, იყო მისაღებიც და მიუღებელიც. Iყო კომუნისტური წყობისამი მიძღვნილი კომფორმუსტული ხელოვნებაც და იყო, იატაკქვეშეთსი, ფარული სახელოვნებო პროტესტი, რომელსაც ხელოვანები საკუთარ თავს, საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ. როგორია, დღეს ქართველი ხელოვანის როლი და რამდენად აქტიურია ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. კულტუროლოგი ნინო დანელია საუბრობს.

ნინო დანელია – ძალიან ვწუხვარ, ქართული ხელოვნების სოციალური აქტივობის ხარსხით. Bუნებრივია, რომ მაგალითად ქართველი მუსკოსები ძალიან აქტიურ როლს ასრულებენ სხვაადსხვა უზნეო წამოწყებების წინააღმდეგ, მახსოვს ვაკი პარკის კონცერტი, როდესაც რუსთავი 2-ხურავდნენ და სიტყვის თავისუფლებას დაემუქრა საფრთხე, მაშინ მუსკოსმებმა გამართეს საპროტესტო კონცერტი, მახსოვს ვარდების რევოლუციამდე, როგორც დადიოდნენ ახალგაზდა ხელოვანები და შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ ეწეოდნენ პროპაგანდას, ასეთი მაგალითები იყო, მაგრამ დიდი სინანულით უნდა ვტქვა, რომ არასდროს ეს არ ყოფილა მათ მიერ ინიცირებული, ყოველთვის ასეთი სახის პროტესტი იყო ვიღაცის დაკვეთა, ეს იქნება მაშინდელი უმცირესობა და პარტიები, თუ არასამტავრობო ორგანიზაციები. შამწუხაროდ, ისინი თავისი ინიციატივთ, ძალიან იშვიათად გამოხატავენ პროტესტს და არიან პასიურები. შეიძლება ისინი არიან სინამდვილეში პასიურები და თვლიან რომ ეს მათი საქმე არ არის, მაგრამ ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ტურბულენტური მდგომარეობაა, მაგალითად რეჟისორმა გადაიღოს ფილმი, როგორი აისია თუშეთში. სამწუხაროდ ჩემთვის, ასეთ დროს პასიურობა, გავს კომფორმიზმს. ვთვლი რომ ხელოვანმა ყოველთვის უნდა დასვას კითხვის ნიშნები და ყოველთვის ამყოფოს საზოგადოება და პოლიტიკოსები

ალბათ ამგვარი კრიტიკა თანამედროვე ხელოვანების მიმართ, დღევანდელ დღეს მისაღებია, რადგან სახელოვნებო წრეებიდან სათანადო, ადექვატური აქტიურობის აშკარად დეფიციტია.

XS
SM
MD
LG