ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა რომ თეირანი კვლავაც გააგრძელებს ბირთვულ ტექნოლოგიებზე მუშაობას გაეროს აკრძალვის მიუხედავად.


აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით ირანმა მტკიცედ გადაწყვიტა ბირთვული პროგრამის განვითარება. მისი თქმით შეერთებული შტატებისთვის ცნობილია რომ ირანი არ აპირებს ატომური ბომბის შექმნას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ზეწოლას ახდენს თეირანზე ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით.

კვირას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერების სანცვლოდ დასავლეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე სამშაბათს გასცემს პასუხს. მისი თმით ირანი არ აპირებს ბირთვული პროგრამის შეჩერებას.

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანს აგვისტოს ბოლომდე მისცა ვადა შეაჩეროს აღნიშნული პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაემუქრება.

XS
SM
MD
LG