ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის ჯარი ქვეყნის სამხრეთს იკავებს.


ლიბანის ჯარი, მდინარე ლიტანის სამხრეთით მდებარე ტერიტორიას იკავებს.

ეს მანევრი გაეროს მიერ მიღებული, ჰეზბოლასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციითაა გათვალისწინებული.

ლიბანელმა ჯარისკაცებმა დღეს გადაკვეთეს მდინარე და ისრაელის საზღვრიდან რვა კილომეტრით დაშორებულ, ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ დაბა მარჯაიუნში შევიდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარის ჩანაცვლების ტემპები ახლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით იმოქმედებენ ლიბანის არმია და საერთაშორისო ძალები:

“ახლა ყველაფერი ლიბანის მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ხელშია. ჩვენ რეზოლუცია ათას შვიდას ერთი უნდა აღვიქვათ, როგორც ძირეული ცვლილებების საწყისი ეტაპი”. ციტატის დასასრული.

გაეროს უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ ორივე ლიბანიცა და გაეროც ქვეყნის სამხრეთში თხუთმეტ-თხუთმეტ ათას ჯარისკაცს შეიყვანენ. პარიზი ყაბულსაა საერთაშორისო კონტინგენტის მეთაურობა ჩაიბაროს, მაგრამ ფრანგული გაზეთის “ლე მონდის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში ფრანგები მხოლოდ 15-ტი ოფიცრისა და 200-სი ჯარისკაცის გაგზავნას აპირებენ.

XS
SM
MD
LG