ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კამიკაძე ტერორისტების წვრთნაში ეჭვმიტანილი, სუნიტი მუსლიმი სასულიერო პირი დააპატიმრეს.


პაკისტანის პოლიციის მიერ გაავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ კამიკაძე ტერორისტების წვრთნაში ეჭვმიტანილი, სუნიტი მუსლიმი სასულიერო პირი დააპატიმრეს.

პოლიცია აცხადებს, რომ სასულიერო პირი და მისი ორი დამხმარე ქალაქ ყარაჩიში დააკავეს. როიტერის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული მოჰამად აშრაფ ყურეშია.

პაკისტანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაკავებული ეჭვმიტანილია

ცნობილი შიიტი სასულიერო ლიდერის ალამა ჰასან ტურაბის მკვლელების წვრთნაში. ტურაბის 14-ივლისს მომხდარ მკვლელობას, ყარაჩიში შიიტი ახალგაზრდების ძალმომრეული ხასიათის, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

პოლიცია ამბობს, რომ დაკავებულ სასულიერო პირს, თეოლოგიის სტუდენტებზე იდეოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა და კამიკაძეებად აყალიბებდა.

XS
SM
MD
LG