ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციემა საგანგებო ბრიფინგი გამართეს


დღეს არასამთავრობო ორგანიზაციემა საგანგებო ბრიფინგი გამართეს სასჯელაღსრულებით ორგანოებში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მათი ინფორმაციით, დღეისათვის პატიმრები ციხე-საპყრობილეებში ჯოჯოხეთურ პირობებში იმყოფებიან და იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმართა რიცხვს მალავს.

ამის შესახებ, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის" ხელმძღვანელმა ლალი აფციაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამჯერად ისინი მალავენ გარდაცვლილ პატიმართა ზუსტ რიცხვს, ვინაიდან იმ საკნებში, სადაც პატიმრებს ღია ტიპის ტუალეტებში უწევთ ცხოვრება, იკვებებიან და სძინავთ, ტემპერატურის ნიშნული უმაღლეს მაჩვენებელს აღწევს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ქვეყნის ციხე-საპყრობილეებში პატიმრების გარდაცვალების ფაქტებს დეტალურად იკვლევს.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გივი მიქანაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, პატიმართა გაზრდილი სიკვდილიანობა ძირითადად, ნერვული სტრესით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით არის განპირობებული.
მიქანაძის განცხადებით, აგვისტოს თვეში გარდაიცვალა 9 პატიმარი, რომელთა ასაკი 40-დან 50-წლამდე მერყეობდა. ექიმების ინფორმაციით, ამ ასაკში გულ-სისხლძარღვთა დაავადების გართულების რისკ-ფაქტორი დიდია.
იუსტიციის სამინისტრო დეტალურად სწავლობს თითოეული პატიმრის გარდაცვალების ფაქტს და დაღუპვის ზუსტი მიზეზები დგინდება. სამინისტრო ამჟამად სამედიცინო დასკვნებს ელის.
იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან ერთად, საქართველოში მაღალი ტემპერატურის გამო, ციხე-საპყრობილეებში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.
როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, საპყრობილეებში არსებული არასათანადო პირობების მიუხედავად, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აღნიშნულმა პირობებმა პატიმართა ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება არ იქონიოს.

ღოგორც უკვე მოგახსენეთ, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკანასკნელი ათი დღის საქართველოს სხვადასხვა საპატიმროებში 9 დაკავებული გარდაიცვალა. შაინტერესოა, პეიტენციალურ სისტემაში მიმდიანრე რეფორმების პირობებში რამდენად შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, ახლობლებისათვის პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამასთან დაკავშირებით რადიო ამერიკის ხმამ კომენტარი არასამთავრობო ორანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები, ადამიანთა უფლებებისათვის” თავმჯდოამრეს ნანა კაკაბაძეს სთხოვა.

ანა კაკაბაძე – ამ რეფორმების პირობებში სრულიად შეიძღუდა ადამიანთა უფლებების, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით არის აღიარებული. pატიმრებს, აბსოლუტურად შეეძღუდათ ახლობლებთან შეხვედრის უფლებეი. Aიკრძალა ე.წ. შვებულებები, რომელიც ჩვენთან ასეთი ფორმით იყო, პატიმრის ახლობელს შეეძლო 3 დღით შესვლა ციხეში და ეს იყო ამ ე.წ. შვებულების სანაცვლოდ. Eრთადერთი შვება, არის ის რომ მაშ შემდეგ რაც პეიტენციული სისტემა გადაეცა შინაგან სამინისტორდან გადაეცა იუსტიციის სამინსიტროს, მას შემდეგ აღარ ფიქსირდება წამების, ცემის ფაქტები.

თუკი პატიმღებთან ურთიერთობა თითქმის ბოლკირებულია, რა წყაროების მიხედვით იღებენ ინფოამრციას მათი მდგოამრეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ნანა კაკაბაძე – ამის შესახებ ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ადვოკატებისგან, ოჯახის წევრებისგან და თავად პატიმრებისგან, რომელნიც სასამართლო პროცესებზე გამოჰყავთ და სადაც ისინი წერილობითი ფორმით გვაწვდიან ინფორმაციას. ღადგან პეიტენციური სისტემა მთლიანად დახურული გახდა, სადაც არასამთავრობოებს აღარ ეძლევად მონიტორინგის საშუალება, მასმედიის წარმომადგენლებსაც უპასუხოდ ისტუმრებენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია 10 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, ჩვენ გავქვს ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მათი რაოდენობა გაცილებით დიდია.

XS
SM
MD
LG