ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა.

ბაღდადის ცენტრალურ ბაზრობაზე ერთმანეთის მიყოლებით ორი ბომბი აფეთქდა, რამაც 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 69 კაცი დაიჭრა.

გზისპირას დამონტაჟებული სამი ნაღმის აფეთქებამ კიდევ 9 ადამიანი იმსხვერპლა. ერთი ბომბი ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქდა, ორი დანარჩენი კი პოლიციის პატრულის წინააღმდეგ იყო მიმართული.

დღესვე ბაღდადის ერთ-ერთი ბანკი დააყაჩაღეს, რომლის დროსაც თავდამსხმელებმა 5 ადამიანი მოკლეს და 4000 დოლარი გაიტაცეს.

ამერიკელებმა ამ კვირაში დამატებით 3700 ჯარისკაცი შეიყვანეს ბაღდადში ერაყის უშიშროების ძალების დასახმარებლად, რომლებიც პარტიზანებთან გამკლავებას ცდილობენ.

XS
SM
MD
LG