ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტის აზრი _ რა მოხდა კოდორის ხეობაში?


უკანასკნელი ხნის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რასაკვირველია კოდორის ხეობაში განხორციელებული მოვლენებია. საზოგადოება დაბნეულ მდგომარეობაში იმყოფება. არ რის ნათელი და გასაგები პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში კოდორის ხეობაში.

ამ მოვლენებიდან გამომდინარე, რას უნდა ელოდეს საქართველოს მოსახლეობა: პოზიტიურ ცვლილებებს, ნეგატიურს თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ხეობის, ადგოლობრივი პრობლემების მოგვარებაა და სხვა არაფერი. ჩვენი გადაცემის სტუმარია, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, რომელსაც ასეთი კითხვით მივმართავთ, რა მოხდა კოდორის ხეობაში?

რამაზ საყვარელიძე _ რა მოხდა სინამდვილეში, დაახლოებით ამგვარი კითხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმაც დასვა. ანუ მისთვისაც გაუგებარია რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი რუსეთს. აქედან გამომდინარე, ამ ისტორიის მთელ შინაარსში რუსეთი იგულისხმება, როგორც ამ სცენარის წამყვანი ავტორი. გვრჩება ხელთ ვერსიები და ის ლოგიკა, რომლითაც რომელიმე ვერსია მოიცავს ყველა დანარჩენ ფაქტებს. ვერსია, რომ რუსეთმა ჩართო ეს მექანიზმი და მონდომებული იყო აჯანყებაში, ეს გაუგებარია და ვერავითარ ლოგიკას ვერ ექვემდებარება. ის, რომ რუსეთისთვის იურისდიქციის გავრცელების თვალსაზრისით სასურველი იყო კოდორის მოწყვეტა, აქ ასეთი პასუხია, რომ იურისდიქცია მანამდეც არ ვრცელდებოდა კოდორის ხეობაში. ერთად ერთი გასაგები მოტივი რუსეთის ხელში, რომ დავრწმუნდეთ არის ის, რომ რუსეთი ყოველთვის დაინტერესებულია ყველანაირი დესტაბილიზაციით საქართველოში, იქნება ეს ლოკალური თუ მაშტაბური. კითხვის ნიშნები საქართველოს ხელისუფლების ქმედებაშიც დაგროვილია, მაგალითად პირველ რიგში ის, რომ რატომ არ აიყვანეს კვიციანი თბილისში? მეტაფორისთვის შეიძლება მსხვილი მოვლენაა, მაგრამ ასეა _ ბენ ლადენს რომ დასდევს ბუში იქ, სადაც ნავთობის გენერირება ხდება, ასე იყო კვიციანის და ჩვენი ხელისუფლების საქმეც. კიდევ რა შეიძლება იყოს სხვა?...

რა შეიძლება იყოს ეს სხვა? ბატონ რამაზ საყვარელიძესთან საუბარს ჩვენ მომავალ გადაცემაში გავაგრძელებთ და ვეცდებით გავარკვიოთ და ჩამოვაყალიბოთ საზოგადოების აზრი, თუ რა შედეგი მიიღო ქვეყანამ კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენების შედეგად.

XS
SM
MD
LG