ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები აფართოებენ საბრძოლო ოპერაციებს ავღანეთში  


სამი ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა თალიბთა მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად ავღანეთის სამხრეთში, სადაც სამხედრო ხელმძღვანელობა სულ ერთი დღეა რაც ნატოს დაქვემდებარებაში გადავიდა.

მესამე ჯარისკაცის სიკვდილი ნატოს წარმომადგენლებმა ახლახანს დაადასტურეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომდგენელის მარკ ლაითის განცხადებით ჰელმანდის პროვინციაში მოწყობილ თავდასხმაში კარგად შეიარაღებული პარტიზანები მონაწილეობდნენ:”მოთარეშეებმა ყუმბარმტყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ატეხეს სროლა… ჩვენ ძალზე დამწუხრებულები ვართ ამ ტრაღიკული შემთხვევის გამო.”

XS
SM
MD
LG