ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“სირიას ისევ სურს ლიბანის კონტროლი იგდოს ხელთ’’ -  აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.


ეს განცხადება ბუშმა დიდი რვიანის უმაღლესი დონის შეხვედრის თაობაზე კონგრესის წევრების ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.

“სირია, ჩემის აზრით, ლიბანში დაბრუნებას ცდილობს. თავის დროზე ჩვენ მივიღეთ გაეროს რეზოლუცია, ნომერი 1559 და სირიის ლიბანიდან გასვლის შემდეგ როგორც იქნა ამ სახელმწიფომ დემოკრატიული განვითარება დაიწყო.

არსებობს მოსაზრება რომ ჰეზბოლას მოქმედების შედეგად წარმოქმნილი არასტაბიულური მდგომარეობა ზოგიერთისთვის ლიბანში სირიის მიწვევის საბაბი გახდება. ეს კი გაეროსა და აშშ-ის პოლიტიკას არ ესადაგება”. განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა.

მან გაამართლა ისრაელის უფლება თავი დაიცვას, თუმც იქვე მოუწოდა ისრაელის ოფიციალურ პირებს, ახსოვდეთ რომ საჭიროა ლიბანის მთავრობის ადგილზე შენარჩუნება. მან ჰეზბოლა დაადანაშაულა ამ პრობლემის შექმნაში და აღნიშნა რომ აწმყო კრიზისის თავი და თავი ჰეზბოლას მიერ ორი ებრაელი ჯარისკაცის გატაცებაა.

მოგვიანებით პრეზიდენტი ბუში ტელეფინოთ ესაუბრა საუდის არაბეთის მონარქს აბდულას.მხარეებმა ლიბანში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემები მიმოიხილეს.

აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია რომელშიც გმობენ ჰეზბოლას, ჰამასსა და მათ სახელმწიფო მფარველებს და მხარს უჭერენ ისრაელს და მის უფლებას თავი დაიცვას.

XS
SM
MD
LG