ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადა მარშანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ბედზე საუბრობს


გავრცელებული ინფორმაციით დიდი რვიანის სამიტზე მოსკოვში სამიტის მონაწილე ქვეყნები კონფლიქტების საკითხს განიხილავენ, მაგრამ განიხილავენ თუ არა სამიტზე საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს, ჯერ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში ვითარება სერიოზულად გართულდა.

ცოტა ხნით ადრე ბათუმის სასტუმრო „მესხეთიდან“ გამოსახლებული და უსახლკაროდ დარჩენილი აფხაზეთიდან დევნილები აფხაზეთში დაბრუნებას აპირებდნენ, მათ ბათუმიდან ზუგდიდამდე თითქმის ნახევარი გზა ფეხით გაიარეს, მაგრამ უკან გამობრუნდნენ. ამ ნაბიჯის გამო თბილისიდან დევნილებს სახელმწიფო ღალატშიც დასდეს ბრალი. რა მდგომარეობაში არიან ახლა ბათუმის სასტუმროებიდან გამოსახლებული დევნილები ? -

მათ პრობლემებზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია გვესაუბრება:

- დევნილები ძველებურად მძიმე მდგომარეობაში არიან. საკითხი დღემდე გადაწყვეტილი არ არის. ზოგი დევნილი ოჯახი ისევ იმ დანგრეულ, გაპარტახებულ სასტუმროში შესახლდა და ცხოვრობს... - თქვენი რადიოს მეშვეობით მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, საზოგადოებას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რომ სერიოზულად მიაქციონ ყურადღება დევნილთა პრობლემებს. აფეთქებამდეა თითქმის მისული ეს საკმაოდ დიდი ფენა ჩვენი მოსახლეობის , არავის არ სჭირდება საქართველოში დღეს არანაირი აფეთქება. გვინდა, რომ მაქსიმალურად სტაბილურად, მშვიდობიანად ამ ხალხმა ბოლოს და ბოლოს მიიღოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები და საერთოდ, თავისი სტატუსი გაარკვიოს თავის სამშობლოში...

XS
SM
MD
LG