ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ქაშმირის პოლიციამ მრავალათასიანი დემონსტრაცია დაარბია


ინდოეთის ქაშმირში პოლიციამ მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია. შრინაგარის ქუჩებში გამოსული ხალხის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ათასობით ადამიანი ინდოეთის უშიშროების სამსახურის მიერ მუსულმანი მუსიკოსის მკვლელობას აპროტესტებდა. შეტაკებაში პოლიციის 6 ოფიცერი დაშავდა.

თვითმხილველთა განცახდებით 31 წლის კომპოზიტორი ინაიათულა ბჰატი საკუთარი სახლის წინ ჩაცხრილეს. ინდოეთის პოლიციის განცხადებით ის არ დაემორჩილა ბრძანებას გაჩერების შესახებ, თუმცა მოწმეები ამბობენ რომ ეს კაცი უბრალოდ სასაეირნოდ იყო სახლიდან გამოსული.

XS
SM
MD
LG