ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაკტიკის მიზნით მოზარდ გოგონებს აცრა უნდა ჩაუტარდეს


აშშ-ის სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის თანახმად საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაკტიკის მიზნით თერთმეტიდან თორმეტ წლამდე მოზარდ გოგონებს აცრა უნდა ჩაუტარდეს.საუბარია ახალ პრეპარატზე, რომელსაც ეწოდება “გერდასილი” და რომელიც შეიქმნა საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული პროფილაკტიკის მიზნით. ეს რეკომენდაცია გააკეთა იმუნუზაციის დარგში მრჩეველთა სამთავრობო კომისიამ.

“გერდასილი” ადამიანის ორგანიზმს იცავს პაპილომის ვირისუსაგან როემლიც ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივად გადამდები ინფექციაა შეერთებულ შტატებში.

როგორც ატლანტაში განლაგებული იმუნიზაციისა და სასუნთქი გზების დაავადებათა ცენტრის დირექტორმა ან შუკატმა განაცხადა ეს ვაქცინა უსაფრთხო, იაფად ღირებული და ქმედითი საშუალებაა საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლაში.

აშშ-ი დღესდღეობით პირველი სახელმწიფოა რომელმაც ამგვარი რეკომენდაცია გააკეთა, საბოლოო სიტყვა ეკუთვნის აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს რომელმაც რამოდენიმე თვეში უნდა გააკეთოს ამ ვაქცინის ოფიციალური რეკომენდაცია.

XS
SM
MD
LG