ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვის პრეზიდენტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს პრემიერ მინისტთრის პოსთზე უკეთებს ნომინაციას.


როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი, თალიბმა მეამბოხეებმა ავღანეთის სამხრეთში, კერძოდ ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ავტოკოლონაზე განახორციელეს თავდასხმა.

კოალიციური ძალების პრესცენტრის განცხადების თანახმად, ბრძოლა 4 საათს გაგრძელდა. კოალიციური ჯარების მხარეს მსხვერპლი არ არის.

იმავე პროვინციაში ქვეითთა საწინაღო ნაღმზე კოალიციის ჯარისკაცი აფეთქდა და დაიღუპა. 3 ჯარისკაცი დაიჭრა, კოალიციური ძალების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამია დაღუპულთა და დაჭრილთა ეროვნების შესახებ. იქ მხოლოდ ის არის აღნიშნული რომ ნაღმი როგორც ჩანს ავღანეთში 25 წლის წინ საბჭოთა ჯარების შეჭრის ხანიდან იყო დაფლული მიწაში.

კოალიციური ძალების უმეტესობას შეადგენენ ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები. ორივე ქვეყნის სარდლობამ მიმდინარე კვირას აღიარა, რომ თალიბთა მოძრაობა სულ უფრო იკრებს ძალას.

XS
SM
MD
LG