დღეს ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი რომლის ძალითაც 2008 წლის პირველი იანვრიდან წყდება ჯარში გაწვევა. ბულგარეთი გადადის მთლიანად პროფესიული არმიის შექმნაზე.
როგორც ბულგარელმა ოფიციალურმა პირებმა განცხადეს, ჯარის ტრანსფორმაცია დაახლოებით 25 მილიონი დოლარი დაჯდება. ძველი კანონის თანახმად ბულგარეთის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს სავალდებულო სამხედრო სამსახური სულ მცირე 9 თვის განავლობაში უნდა მოეხადა.
როგორც ახალ კანონშია ნათქვამი მათ ვინც 2008 წლის პირველი იანვრისთვის დასრულებული არ ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური დროზე ადრე მოუხდენენ დემობილიზაციას.
ბულგარეთის პარლამენტის უმრავლესობამ არ დაამტკიცა კანონპროექტი რომლის თანახმად ჯარის რეფორმა 2007 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო.