ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს  თბილისში 2-დღიანი საეთაშორისო კონფერენცია გაიხსნა „ ქალთა მონაწილეობის გაძლიერება დემოკრატიულ პროცესებში.“


კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ გახსნა. კონფერენციას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მასპინძლობს, რომელიც აცხადებს - დადგა დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები, სტრატეგია და საერთოდ პოლიტიკა, ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობით უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს.

კოალიცია ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტებით და აქტებით ხელმძღვანელობს. 1992 წლის ათენის დეკლარაციაში წერია - „ ქალი ნახევარია იმ ნიჭისა და უნარის, რაც კაცობრიობას გააჩნია. გადაწყვეტილების მიღება ამ ძალის გარეშე მხოლოდ ზიანს მოგვიტანს“.

კონფერენციაზე „კავკასიის ქალთა ქსელის“ თავმჯდომარეს ნინო ციხისთავს გავესაუბრე.

ნ.ციხისთავი : - „ კონფერენციაზე განვიხილავთ განათლების, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკის, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის, ჯანმრთელობის საკითხებს, ამის მიღმა კიდევ საკანონმდებლო საკითხებია - ძალადობა, ტრეფიკინგი, ძალადობა ზოგადად ქალზე, ძალადობა ოჯახში და სხვა...

- ტრეფიკინგი არ არის ზოგადი, კოსმიური თემა. ეს არის რეალობა, განპირობებული ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით, დაულაგებელი სახელმწიფო პოლიტიკით, რასაც, სამწუხაროდ, სახელმწიფოში ადგილი აქვს ქალთა და გენდერული თანასწორობის საკითხთან მიმართებაში...“.

XS
SM
MD
LG