ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   დღეს მოკავშირეთა ძალებმა ავღანეთში 26 მოთარეშე გაანადგურეს


ავღანეთის სამხრეთში კი ისინი ამერიკელთა მეთაურობით თალიბთა წინააღმდეგ შეტევაზე გადასვლას გეგმავენ, რომელშიც 11 ათასი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

ეს ყველაზე დიდი შეტევა იქნება ავღანეთში 2001 წელს თალიბანის ხელისუფლების დამხობის შემდეგ.

როგორც ქაბულში ჟურნალისტებთან საუბრისას ავღანეთში ამერიკელთა სარდლობის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ტომ კოლინსმა განაცხადა:” ივლისში ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას განვახორციელებთ, რომლის მიზანი მაღალმთიან რაიონებში მოქმედი თალიბი ექსტრემისტების განადგურება იქნება.”

შეტევაში 2 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის გარდა ბრიტანელი, კანადელი და ავღანელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. ამ სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის, უზურგანის , ზაბულის და ყანდაარის რაიონებში მოქმედი თალიბთა შეიარაღებული რაზმების და მათი მეთაურების განადგურება იქნება.

მოკავშირეთა სარდლობას იმედი აქვს, რომ აღნიშნული ოპერაცია ხელს შეუწყობს რეგიონში ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლების ავტორიტეტის აღდგენას.

XS
SM
MD
LG