ორი პალესტინელი მეომარი დაიღუპა ისრაელის დარტყმის შედეგად. ისრაელის სამხედროების განცხადებით მათ პალესტინელთა სარაკეტო დანადგარი დაბომბეს ღაზის სექტორში. დაღუპულები ორგანიზაცია ჰამასის წევრები არიან, რომლებმაც განაახლეს ისრაელის ტერიტორიის დაბომბვა რაკეტებით, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედროებმა 8 მშვიდობიანი პალესტინელი მოჰკლეს ღაზის სანაპიროზე.
პალესტინელები ყველაფერში ისრაელის სამხედროებს ადანაშაულებენ, რომლებიც ამჟამად ამ საქმის გამოძიებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ მათ მიერ გასროლილი საარტილერიო ჭურვი შესაძლოა მიზანს ასცდა, რამაც გამოიწვია კიდეც აღნიშნული ტრაგედია.
ამის საპასუხოდ ჰამასი აგრძელებს ისრაელის სამხრეთში მდებარე ქალაქ სდეროტის დაბომბვას, თუმცა პალეტსინის პარლამენტის წევრი საებ ერეკატი ამის წინააღმდეგია. მისი თქმით “ძალადობას მხოლოდ საპასუხო ძალადობის გამოწვევა შეუძლია და ეს გზა საბოლოოდ შეგვიყვანს ჩიხში.” დღეს ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვისას ერთი ებრაელი დაიჭრა.