ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად არის!


“ჩვენ თამაშების მოსაგებად მზად ვართ. მხოლოდ ამ მენტალიტეტით ვიწყებთ ჩემპიონატს. ანუ ჩვენ აღარ ვუდგებით საკითხს იმ კუთხით, რომ მთავარია ჩემპიონატზე მოხვედა, იქ როგორმე ბურთისათვის ფეხის მორტყმა და თუ გამოვა სემთხვევითი გოლის გატანა”. ამბობს შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 24-ხი წლის ლენდონ დონოვანი. “ჩვენ კარგად ვართ შეთამაშებულები და ყველაფრისთვის მზად ვართ. ახალა ჩვენი თამაშის ჟამი დგება”. ამატებს იგი.

წლევანდელი ჩემპიონატის ფინალის შესარჩვ მატჩებში, ამერიკის გუნდს ყველაზე მეტი ქულა სწორედ დონოვანმა მოუპოვა. მან აგრეთე,როგორც გამთამაშებელმა ყველაზე მეტი გოლის გატანას შეუწყო ხელი. “წინათ ჩვენ ყოველთვის გზის გაკაფვა გვიწევდა. მაშინ ჩვენ ერთი გოლის გატანას ვცდილობდით და სემდეგ რეზულტატის შენარჩუნებას ვცდილობდით. ახლა კი ჩვენ ბევრი გუნდის დიდი ანგარიშით განადგურება გვძალუძს”. ამბობს დონოვანი. წელს გუნდი უფრო გამოცდილია, ვიდრე 2002-რი წლის მეოთხედფინალურ მატჩში გერმანიასთან მატჩის წაგების დროს იყო. სხვათაშორის გუნდი შინ პოპულარობით ხოლო საზღვარგარეთ კი პატივისცემით სარგებლობს.

ახლა მას მსოფლიოში მე 5-თე ყველაზე ძლიერ გუნდად ასახელებენ. გუნდის წარმატების ლომის წილი, ვეტერან მეკარეზე კეისი კელერზე მოდის. წელს იგი შეერთებული შტატების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. “ჩვენ კარგი სიჩქარე გვახასიათებს. მოთამაშეებიც მშვენიერი გვყავს. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის შეგვიძლია სათანადო მეტოქეობის გაწევა”. ციტატის დასასრული.

გუნდის მთავარი მრწვნელი ბრუს არენა, უკვე მეორედ ამზადებს გუნდს ჩემპიონატისთვის. “თავში ყოველთვის გიტრიალებს კითხვები იმის თაობაზეს თუ რა უნდა გააკეთოს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მისაღწევად? რა ტიპის მოთამაშეები უნდა გყავდეს? რა ტემპი და რა სახის ტაქტიკა მიესადაგება გუნდს?” ამბობს მწვრთნელი არენა. მისი თქმით, შეერთებული შტატების გუნდი წინა ჩემპიონატთან შედარებიტ უფრო დიდი გაქანებით გამოირჩევა.

XS
SM
MD
LG